ნიკა კვეკვესკირით ერთ-ერთი ჰოლანდიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან "გაბალა" და ერთ-ერთი ჰოლანდიური კლუბი.

ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთმა ლიდერმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:

"მე დღეს ვარ "ინტერის" ფეხბურთელი და ახლა მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ახლა ასეა. არც "გაბალასა" და არც ჰოლანდიური კლუბის ინტერესის თაობაზე არაფერი ვიცი. "ინტერში" ვრჩები".

შეგახსენებთ, რომ კვეკვესკირის გადაბირებით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამომ თუ შეძლო კვეკვესკირის გადმოყვანა ძაან მაგარი შენაძენი იქნება!
georgiano
14:17 06-01-2016
0
ეს ფეხბურთელი ევროპაში სათამაშოდ უკვე მზად არის და ძალიან კარგი იქნება თუ წავა იქ სათამაშოდ.
bebeto
22:01 06-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული