ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთმა ლიდერმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:
"მე დღეს ვარ "ინტერის" ფეხბურთელი და ახლა მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ახლა ასეა. არც "გაბალასა" და არც ჰოლანდიური კლუბის ინტერესის თაობაზე არაფერი ვიცი. "ინტერში" ვრჩები".
შეგახსენებთ, რომ კვეკვესკირის გადაბირებით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"