ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია ესპანური "ხიმნასტიკის" ფეხბურთელია
Sportall.ge აბურჯანიას დაუკავშირდა და გაესაუბრა.
"პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა ჩემს ყოფილ გუნდ "ანორთოსისს" გადავუხადო, სადაც ძალიან კარგი წელიწადნახევარი გავატარე. ასევე კვიპროსელ გულშემატკივარს მადლობა - მათ გვერდში დგომას და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო კვიპროსის საუკეთესო გუნდში თამაში.
"ხიმნასტიკს" რაც შეეხება, ის ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველი ვარჯიშის ჩავატარება უკვე მოვასწარი. გუნდში საკმაოდ კარგი გარემოა,
განწყობაც მშვენიერი.
თვითონ ქალაქი ტარაგონა ძალიან ლამაზი და ისტორიულია.
ორშაბათს, 11 იანვარს, გუნდი ოფიციალურად დაარეგისტრირებს ჩემს ტრანსფერს. მომეცემა თუ არა დებიუტის ჩატარების უფლება შემდეგივე ტურში, ამას თავად მწვრთნელი გადაწყვეტს", - გვითხრა გიორგიმ.
"ხიმნასტიკი" თავის მორიგ შეხვედრას 17 იანვარს "დეპორტივო ალავესის" წინააღმდეგ გამართავს.