შესაძლოა, ნიკა ძალამიძე შჩეცინის "პოგონში" გადავიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, შესაძლოა, შჩეცინის "პოგონში" გადავიდეს. ამის თაობაზე პოლონური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

"პოგონის" თავკაცი შჩესლავ მიხნევიჩი გახლავთ, ვინც ძალამიძეს ლოძის "ვიძევში" მოძღვრავდა.

გეცოდინებათ, ამჟამად ნიკას სათამაშო პრაქტიკა აკლია თურქულ "რიზესპორში". "პოგონის" ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იცავს - 30 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული