ყველაფერი მოულოდნელად ნოემბრის ბოლოს შეიცვალა - "დენ ჰააგთან" 2:2 დასრულებული მატჩის მერე (22 ნოემბერი) კაშიას ერედივიზიეში აღარ უთამაშია.
პსვ-სთან მატჩამდე პეტერ ბოში აცხადებდა, რომ გურამ კაშიას ტრავმა ჰქონდა და ვერ ითამაშებდა, მაგრამ დეკემბერმა ისე გაიარა, რომ საღსალამათი კაპიტანი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე თუ იჯდა.
მოგეხსენებათ, ახლახან პეტერ ბოში გადადგა და მას დროებით რობ მაასი
კაშიამ ჰოლანდიურ omroepgelderland.nl-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა.
"გული მტკივა, ემოციური პიროვნება ვარ და სამართლიანობა მიყვარს. ნამდვილად არ დამიმსახურებია ეს. როგორც წესი, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეხმარები ოსტატობის ამაღლებაში. მე მათ ვაიძულებ, გაიჭირვონ, მაგრამ უკეთესები გახდნენ. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეს უკვე აღარ შემიძლია, რა მაგალითი უნდა მივცე მათ, როცა თავად ვარ საშველი. ეს სიტუაცია ძალიან მაშფოთებს.
როგორც ჩანს, ამ სიტუაციამ შესაძლოა, "ვიტესისადმი" დამოკიდებულებაც შეცვალოს: "როცა 2020 წლამდე კონტრაქტს ვახანგრძლივებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა.
ეს რომ მცოდნოდა, შეიძლება არც გამეგრძელებინა კონტრაქტი. ასაკის მიუხედავად, ჯერ თამაში ისევ მწყურია. ახლა ვარ კარიერის საუკეთესო წლებში.
წავალ თუ არა, თუკი სიტუაცია გაგრძელდება? ჩემით დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მე ყველაფერი გვერდზე გადავდე. მებრძოლი ხასიათი მაქვს და ასეთი სიტუაციებიდან ხშირად გამარჯვებული დაბრუნებულვარ.
შაბათს ერედივიზიე განახლდება და "ვიტესი" "კამბურს" ესტუმრება: "ძალიან მჭიდრო ჯგუფში ვართ ცხრილში, ორი თამაში რომ წავაგოთ, მე-11 ადგილამდე დავიხევთ. ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან პეტერ ბოში წავიდა.
გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, ისევე, როგორც წინა სეზონში, რომლის მეორე ნახევარში მენტალურად ძალიან ძლიერები დავბრუნდით. ძალიან ბევრ თამაშში ბოლო 10 წუთში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი".
მართალია, რობ მაასი დროებით თავკაცადაა დანიშნული, მაგრამ მან შესაძლოა, ეს სეზონი ჩაამთავროს "ვიტესში". "რობმა შეიძლება გაგვაკვირვოს. ახლა დრო არ გვაქვს და მასზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება. ის, როგორც მე, მებრძოლია, გამარჯვებები უყვარს. მას ჩოგბურთსა და პლაჟის ფეხბურთზე გართობისასაც კი არ უყვარს წაგებები.
გუნდში სამწვრთნელო შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ "ვიტესის" ფილოსოფია იგივეა. რობის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა 28 წლის კაშიამ.
მე მეშინია იგივე არ დაემართოს სოლომონ კვერკველიასაც რაღაც ითრევს ფეხს რუბინიდან წამოსვლაზე, თითქოს უფრო მაღალ; დონეზე თამაშის ეშინია იმედია ვცდები.