თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორთან" კონტრაქტს დღეს გააფორმებს

AutoSharing Option
თურქული მედია იუწყება, რომ თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი და "ესქიშეჰირსფორი" შეთანხმდნენ ტრანსფერზე. ქართველი ფეხბურთელი სეზონის მეორე ნახევარს იჯარით თურქულ კლუბში გაატარებს.

istikbalgazetesi.com წერს, რომ თორნიკე ოქრიაშვილისა და უკრაინელი ვლადისლავ კულაშის წარდგენა ესქიშეჰირში დღეს გაიმართება.

ჩვენმა თანამემამულემ უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება თურქულ კლუბში.

"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება. ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა აშორებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საიმედო პროგრესია უკამათოდ. ამ ჩემპიონატში ხომ მეც გავქაჩავდი ჩემს წლებში. კარგით რაა საკუთარ თავს მაინც ეცით პატივი ელემენტარულად თუ ქვეყანა და გულშემატკივარი ფეხებზე გკიდიათ. იმედია ეს დასასრულის დასაწყისი არ იქნება და სერიოზულად მოეკიდება პროფესიას, თორემ ეს უკვე ძალიან დიდი ორმოა საიდანაც ირგვლივ ჰორიზონტი ან ცუდად ან საერთოდ არ ჩანს.
j......
16:33 12-01-2016
0
წინგადადგმული ნაბიჯია ვერაფერს იტყვი
ზურა
16:41 12-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული