თორნიკე ოქრიაშვილი "ესქიშეჰირსფორში" წარადგინეს [PHOTO]

AutoSharing Option
12 იანვარს თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად გადავიდა ბელგიური "გენკიდან" სეზონის ბოლომდე იჯარით თურქულ "ესქიშეჰირსფორში". სეზონის ბოლოს თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

11 იანვარს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და მეორე დღეს იგი უკვე "ესქიშეჰირის" ფეხბურთელის რანგში წარადგინეს.

"ესქიშეჰირი" მიესალმება თორნიკე ოქრიაშვილს და მას წარმატებულ სეზონს უსურვებს ჩვენი კლუბის მაისურით", - წერს თურქული კლუბის ოფიციალური საიტი.

"ექსქიშეჰირი" 10 ქულით თურქულ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა და დარჩენისთვის იბრძვის, თურქეთში ბოლო სამი გუნდი ვარდება, ასე რომ, "ესქიშეჰირს" გადარჩენის ზონამდე 4 ქულა
აშორებს.

თორნიკეს ახალ გუნდს თურქეთის სუპერლიგაში მომავალი მატჩი 18 იანვარს, "ფენერბაჰჩესთან" შინ უწევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
კვერკველია, ყაზაიშვილი, კანკავა და ასეთი მშრომელი ბიჭები გაცილებით წარმატებით ითამაშებენ დიდ ფეხბურთს, ვიდრე ოქრიაშვილისნაირი და ჭანტურიასნაირი "ტექნიკური", მაგრამ ამ დროს ზარმაცი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ფეხბურთელები.
Raul
13 იანვარი 2016 10:21
0
სუფტა ღრუზინული წარმოშობის სუბიექტია. ამის დიდი ფეხბურთის თამაში? კარგით რა, ზრაპრების და თოვლის ბაბუების სანამდე უნდა გჯეროდეთ! ფეხბურთელი, რომელსაც მწვრთნელი ცვლის თამაშის მიმდინარეობისას ის კი გინების კორიანტელს დააყენებს მწვრთნელის მისამართით, მის ადგილს ფეხბურთში მე ვერ ვხედავ, როგორი ტალანტიც არ უნდა იყოს ის. მორჩა და გათავდა. ასეთ რამეს ამ დონის ფეხბურთელს კი არა, მესის არ პატიობენ. ბრავო ცხადაძე, რომ არ მიაქცია პირველ ჯერზე ყურადღება ამ უგვანობას, მაგრამ ტიპს ის ვერ გამოასწორებს. არ უნდა ამას ბევრი გარჩევა და სჯა-ბაასი. ისე ბუნებრივია, როგორც ქართველს წარმატებას უსურვემ ახალ გუნდში, მაგრამ....... ღმერთმაც კარგი ქნას.
bibi
13 იანვარი 2016 10:04
0
რა წარმატებებს უსურვებთ გამაგებინეთ ერთი რა. რეალობას მოწყვეტილი ხართ საერთოდ?! ფეხბურთელი ბელგიის ექვსეულის გუნდიდან თურქეთის ბოლოადგილოსანში გადავიდა. ეს არის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯი. ფაქტიურად დაასამარა თავისივე კარიერა!!!!
bidzina
13 იანვარი 2016 09:26
0
....იმის მაგივრად რომ ბელგიაში თავი გამოგეჩინა და უფრო წინ წასულიყავი, თურქეთის ბოლოადგილოსან გუნდში გადახვედი. ტიპიური ქართველია რა!!!!
bidzina
13 იანვარი 2016 09:23
0
ახალგაზრდა კაცია! ამან ასე თუ გააგრძელა, მალე თერჯოლის "საპოვნელაში" ამოყოფს თავს თავისი ბეემვე–იანად
+_)
13 იანვარი 2016 07:31
0
ჩამოალაბორანტეს!
ხ უ თ კუნჭულა
13 იანვარი 2016 03:01
0
ნამდვილი ფეხბურთელის ტალანტი აქვს,როგორც ბელორუსთან გოლით გაგვახარა და ტექნიკა და მინდვრის ხედვა აქვს,იშვიათია. მიდი ოქრი!!
გოგა
13 იანვარი 2016 01:46
0
ზარმაცი ნამდვილად არ არის.
aleqsi
13 იანვარი 2016 01:40
0
წარმატებები ოქრის
დიტო
12 იანვარი 2016 20:55
0
წარმატებებს ვუსურვებ!!! პესიმისტების "ბოღმის" ბუშტის გასახეთქად...
tngh
12 იანვარი 2016 20:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული