მოგეხსენებათ, ის კონტრაქტით სწორედ "დნიპროს" საკუთრებაა და სეზონის პირველი ნაწილი ლუცკის "ვოლინში" ჩაამთავრა, სადაც აშკარა ლიდერი იყო და გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს...
- სანდრო, ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს კარიერაში?
- კი, სიახლე არის. "დნიპროს" მივყვები შეკრებაზე. მერე გამოჩნდება, რა და როგორ იქნება.
- "ვოლინის" შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდით. ეს, ალბათ, ძალიან
- გამოკითხვაში გავიმარჯვე და, რა თქმა უნდა, ამან ძალიან გამახარა. ფეხბურთელისთვის მთავარი ჯილდო ხომ მაყურებლის ტაში და აღიარებაა. მთლიანობაში, ჩემი თამაშით არ ვარ უკმაყოფილო და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა.
- როგორ ფიქრობთ, რომელი იყო გასულ სეზონში თქვენთვის საუკეთესო მატჩი?
- ჩემთვისაც და გუნდისთვისაც საუკეთესოდ მივიჩნევდი მატჩს, რომელშიც სტუმრად მოვუგეთ "დნიპროს".
- ამ წელს საქართველოს ნაკრები ახალ აღმართს შეუდგება. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყება. როგორი მოლოდინი გაქვთ?
- ყველანი იმედიანად ვართ განწყობილები. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს და თუ კარგად დავხვეწთ თამაშს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის რეალური ამბიცია გვექნება.
ყველა ხედავს, რომ კახა ცხადაძემ უკვე დაატყო ხელი ნაკრებს. ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, ჩვენ ყველას გვჯერა ერთმანეთის. ხალხსაც გაუჩნდა რაღაცის იმედი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს გვერდში თუ დავუდგებით, მთავარი საქმეც გამოგვივა.
- ...მაგრამ ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ძალიან რთულია, თუმცა - თანაბარი, გამოკვეთილი ფავორიტის გარეშე...
- დიახ, ეს არის ჯგუფი გრანდის გარეშე, მაგრამ მეტოქეებად მართლაც ძალიან ძლიერი გუნდები გვეყოლება. ვფიქრობ, სადაც შოტლანდიას მოვუგეთ, ამ ჯგუფშიც არ არის ისეთი ნაკრები, რომლის დამარცხებაც არ შეიძლებოდეს, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"