საბა კვირკველია: ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის "რუბინის" ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ, რუსული კლუბის პრესსამსახურთან გატარებულ არდადეგებსა და ჩემპიონატის მეორე წრის მოლოდინზე ისაუბრა.

"განწყობა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავია. შვებულება საქართველოში ნათესავებთან ერთად გავატარე, მეუღლესთან ერთად დუბაიში ვიმოგზაურე, ასე რომ კარგად დავისვენე.

გუნდელები ძალიან მომენატრნენ. მიხარია, რომ შეკრებები იწყება, სადაც ყოველდღე ერთად ვიმუშავებთ და სეზონის მეორე ნაწილისთვის მოვემზადებით. შვებულებისას ყველა ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდით, ამიტომ შეკრებას მომზადებულნი ვხვდებით.

ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. მიმაჩნია, მეორე წრეს პირველზე უკეთ ჩავატარებთ", - თქვა კვირკველიამ.

რუსული პრემიერლიგის 18 ტურის
შემდეგ "რუბინი" 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თუ რუსეთში დარჩა გაიზიარებს სხვა ქართველების ბედს. ჯერ მანდ ითამაშებს მერე ვერაფერს რო ვერ მიაღწევს მერე ჩამოვა და დინამოში დაამთავრებს კარიერას.
dato
22:01 16-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული