კიევის "დინამომ" გიორგი ჯგერენაიას მეორე შანსი მისცა

AutoSharing Option
16 იანვარს, კიევის "დინამოს" დუბლებმა მაკაროვის მემორიალზე პირველი შეხვედრა "ობუხოვის" წინააღმდეგ გამართეს.

კიეველთა ძირითად შემადგენლობაში 23 წლის ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია გამოჩნდა, რომელიც "დინამო 2"-ში სინჯებზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ჯგერენაია "დინამო 2"-ში სინჯებზე წინა წელსაც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ მწვრთნელებმა მასთან კონტრაქტის გაფორმება არ ისურვეს.

ჯგერენაია დღემდე "გაგრას" ღირსებას იცავდა. 2012/13 წლებში იგი მარიუპოლის "ილიჩევიცის" დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა, 2013/14 წლების პირველი ნახევარი კი უკრაინულ გუნდ "მიკოლაევში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული