კაპიტანი დუბლებში - გურამ კაშიამ "ვიტესის" სარეზერვო გუნდში ითამაშა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას ბოლო დროს გუნდის მწვრთნელები არ სწყალობენ. დეკემბრიდან პეტერ ბოშმა, მოულოდნელად, სათადარიგოთა სკამზე დასვა ჩვენებური.

იგივე გაგრძელდა რობ მაასის დროსაც, "კამბურთან" შეხვედრაში კაშია მოედანზე ბოლო წუთზე გამოვიდა მატჩის გმირი ვაკო ყაზაიშვილის ნაცვლად. ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი ჩვენებურისთვის 22 ნოემბრის მერე.

არადა, "ვიტესი" წარმატებულად ასპარეზობს - 31 ქულით მე-4 ადგილზეა და მხოლოდ ჰოლანდიური ფეხბურთის სამ გრანდს ჩამორჩება.

ამ ყველაფერმა კი იქამდე მიგვიყვანა, რომ გურამ კაშიამ სარეზერვო გუნდში ითამაშა! ის "ტვენტესთან" შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მატჩი 1:1 დასრულდა.
28-ე წუთზე "ტვენტემ" მას მერე გაათანაბრა, რაც პენალტი ქართველმა მცველმა "აიკიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული