ლეგიონი: სანდრო კობახიძე "ციურიხთან" ტესტ-მატჩში დაშავდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა სანდრო კობახიძის გუნდმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" მეოთხე სპარინგ-მატჩი შვეიცარულ "ციურიხთან" ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

22 იანვარს, ბელეკში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მოედანი ნაადრევად დატოვა - მატჩის მე-17 წუთზე, სანდრო მეტოქესთან შეჯახებისას უხერხულად დაეცა და მხარი იტკინა.

მომდევნო სპარინგ-მატჩს "დნიპრო" აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია სანდროს ტრავმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული