როგორც მოსკოვური კლუბის ოფიციალური "ინსტაგრამი" იტყობინება, ქართველმა ნახევარმცველმა 4 თვის მანძილზე პირველად ივარჯიშა ბუცებით.
როგორც ოფიციალური გვერდი წერს, ქართველს ბუცებით ვარჯიშის უფლება კლუბის ფინელმა ექიმმა ორავამ მისცა, რომელმაც ჯანოს კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთა, თავად ჯანოს რეაბილიტაციის პროცესი კი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.