"დნიპროს" მწვრთნელს სანდრო კობახიძე ესპანურ შეკრებაზეც მიჰყავს

AutoSharing Option
ორშაბათს, საღამოს, თურქული შეკრებიდან უკრაინაში დაბრუნდა დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", სადაც გუნდთან ერთად ქართველი სანდრო კობახიძეც იმყოფებოდა.

კობახიძის მომავალზე Sport Arena-სთან კომენტარი "დნიპროს" თავკაცმა მირონ მარკევიჩმა გააკეთა.

"შეკრებაზე კობახიძე და პოლიტილო წავიყვანეთ, რათა კიდევ ერთხელ დავკვირვებოდით მათ. მეორე შეკრება ესპანეთში გვექნება და იქ ეს ფეხბურთელებიც იქნებიან.

კობახიძეს მხარი აქვს დაზიანებული და ჯერ არ ვიცი, იქნება თუ არა ის მზად მოსამზადებელი პერიოდისთვის. იმედი მაქვს, ესპანეთში გამგზავრებამდე კარგად იქნება", - განაცხადა მარკევიჩმა.

"დნიპრო" ესპანურ შეკრებაზე 29 იანვარს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ კობახიძე "დნიპროში" დაბრუნებამდე იჯარის
წესით "ვოლინში" ასპარეზობდა. 28 წლის ფეხბურთელმა "ვოლინის" მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული