"ბრენტფორდის" თავკაცი: ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ აკაკი გოგია ინგლისურ ფეხბურთს შეეგუა

AutoSharing Option
ინგლისის რანგით მეორე დივიზიონ ჩემპიონშიპში "ბრენტფორდმა" 1:1 ითამაშა "ლიდს იუნაიტედთან". ამ შეხვედრაში 65-ე წუთიდან ვიხილეთ აკაკი გოგია, ქართველმა გოლის ავტორი სემ სოუნდერსი შეცვალა.

ამ შეხვედრაში ჩვენებურის ანგარიშზე ბოლო წუთზე მეტად სახიფათო ჩაწოდებაა.

აღსანიშნავია, რომ მე-10 ადგილზე მყოფი "ბრენტფორდი" პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

24 წლის გოგია გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ მზად არის საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. მან ბოლოს ოფიციალურ მატჩში 2 იანვარს ითამაშა.

გოგიამ სარეზერვო გუნდის თამაშებში თავი გამოიჩინა (3 გოლი) და "ბრენტფორდის" პირველ გუნდში შანსი ისევ მიეცა.

სარეზერვო გუნდში დუბლის შესრულების შემდეგ გოგია მთავარმა მწვრთნელმა დინ სმითმა შეაქო:

"ანდი გოგია ძალიან უმატებს. "ბირმინგემთან" თამაშშიც მომეწონა, ხოლო "უოტფორდთან" სულაც ორი გოლი გაიტანა. შემდეგ გამარჯვების გოლი შეაგდო "ბრაიტონთან".

ახლა გოგია უკვე კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ინგლისურ ფეხბურთსაც შეეჩვია", - განაცხადა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანდი კი არა ენდი გოგია! რავა მიზდღემჩი გეშლებათ (თუ არ იცით), თქვე ოროსნებო! :))))
realobs
06:48 28-01-2016
0
კი ეგააა
giorgi
02:24 28-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული