ყაზაიშვილი ისევ სასტარტოში, კაშია ისევ სკამზე

AutoSharing Option
დღეს, 27 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიეს მე-20 ტურის მატჩში არნემის "ვიტესი" "ზვოლეს" მასპინძლობს.

gelderlander.nl-ის მიხედვით, "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილს უნდა ველოდოთ, გურამ კაშიას კი - არა. "ვიტესი" 31 ქულით მე-6 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ "ლელოსთან" საუბარში კაშიამ განაცხადა, რომ "ვიტესის" ფანები 37-ე წუთზე მის მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.

ვაკო ყაზაიშვილი 7 გოლით "ვიტესის" საუკეთესო ბომბარდირია რაშიცასთან ერთად. გურამ კაშიას ანგარიშზე კი 3 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული