გიორგი არაბიძის საგოლე პასი და ფინტები "მაიამი სიტისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ აშშ-ში შეკრებაზე მყოფი დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში მორიგ საკონტროლო მატჩში ითამაშა.

28 იანვარს "შახტარი" ადგილობრივ "მაიამი სიტის" დაუპირისპირდა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია. დონეცკელებმა, რომლებმაც ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს, მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, "შახტარის" მეორე გოლი კი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გავიდა. არაბიძე მესამე გოლის ეპიზოდშიც მონაწილეობდა, როდესაც ფლანგზე მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა.

გიორგი ამის შემდეგაც საკმაოდ აქტიური იყო და "შახტარის" ოფიციალური საიტის ცნობით, ორ ეპიზოდში ცოტა დააკლდა გატანამდე.

აშშ-ში შეკრების
დასკვნითი თამაშის შემდეგ გიორგი არაბიძემ კლუბის ოფიციალურ საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"ამ შეკრებაზე ჩატარებული ყველა თამაში ძალიან ინტენსიური და სასარგებლო იყო. ურიგო გუნდებთან არ გვითამაშია. განსაკუთრებით კი, "ფლუმინენსე" და "კორინთიანსი" მომეწონა.

ასეთი მატჩები კონდიციების ამაღლებაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, ჩემპიონატს კარგ ფორმაში მყოფები შევხვდეთ.

რაც შემეხება მე, ასი პროცენტით მზად ჯერ არ ვარ. ვგრძნობ, რომ პრაქტიკა კიდევ მჭირდება.

ძალიან მიხარია, რომ "მისტერი" ("შახტარის" თავკაცი მირჩა ლუჩესკუ) თამაშის საშუალებას მაძლევს. პარტნიორებს საკმაოდ კარგად შევეწყვე და ახალ კომბინაციებს ვამუშავებთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოროტ ხალხს რა გამოლევს,ძალიან მაგარი ხარ გიო,წარმატებებიიიიი
diana
10:34 02-02-2016
0
ამ სისულელისათვის მოგვაცდინეთ ხალხი? ფინტებიო და ესა და ისაო? :)
კახა
17:24 28-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული