ყაზაიშვილი: მე და კაშია "მაკდონალდსში" ბოლოს როდის ვიყავით, ნამდვილად არ მახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ELF Voetbal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჰოლანდიაში პირველად ჩასვლისა და ადაპტაციის პერიოდი გაიხსენა.

"2011 წელს, როცა "ვიტესში" მოვედი, ინგლისური არ ვიცოდი. ამიტომ ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიჭირდა - "ჩაკეტილი" ვიყავი. დროს გუნდში ჩემს თანამემამულეებთან - გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიასთან ერთად ვატარებდი.

მათი მეშვეობით შედარებით "გახსნილი" გავხდი, მაგრამ ინტერვიუს მიცემა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მით უმეტეს, კამერის წინ (იცინის).

გუნდის კაპიტან გურამ კაშიასგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი დამსახურებაა, რომ დღეს პროფესიონალები ვართ. მაგალითად,
დიეტის დაცვაც ვისწავლეთ. "მაკდონალდსში" ბოლოს როდის ვიყავით, ნამდვილად არ მახსოვს (იცინის)", - განაცხადა ქართველმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოქრიაშვილსაც ასწავლეთ რამე
dato
13:21 29-01-2016
0
დაუშვილს გადაურეკეთ ერთი და დაელაპარაკეთ:)
გია
14:00 29-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული