შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
ყაზაიშვილი არნემელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მოედანზე ისევ არ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი რობ მაასი ბოლო დროს ქართველ მცველს თამაშის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც მე-20 ტურში, მატჩის მიმდინარეობისას გუნდის ფანებმა კაშიას მხარდასამჭერი აქციაც გამართეს.
ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "ვიტესი" 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსეა.