ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენელ გოგა გახოკიძეს:
"მართალია, ამ ეტაპზე "ვიტესში" გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დგას დღის წესრიგში.
არნემული კლუბის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გენერალურმა დირექტორმა, გამოთქვა სურვილი, რომ ხარაიშვილი საქ
მე კი მინდოდა და ძალიან კარგიც იქნებოდა, ეს ტრანსფერი ახლავე შემდგარიყო, რადგან გიორგი ახალ ჩემპიონატსა და სტილს შეეგუებოდა, მაგრამ დაგვიანებული არც ზაფხულში იქნება", - გვითხრა გახოკიძემ.
იცით, რომ მარტში თბილისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი გაიმართება 17-წლამდელთა ნაკრებთა შორის. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუსი, იტალიელი და ბოსნიელი თანატოლები იქნებიან. დავინტერესდით, ამ ტურნირისთვის ხომ არ აპირებს გახოკიძე "ვიტესის" სელექციონერების ჩამოყვანას?
"ვაპირებ და არა მხოლოდ "ვიტესის", არამედ "პსვ ეინდჰოვენის" სელექციონერების ჩამოყვანაც მინდა. საკითხი ძალიან სერიოზულად დგას და იმედია, დადებითად გადაწყდება".
დაბოლოს, გახოკიძეს "ვიტესის" მცველ გურამ კაშიაზეც ვკითხეთ, რომელმაც ბოლო დროს არნემული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
არადა, 28 წლის კაშიას თამაში არ ჩაუგდია, თან კლუბმა მასთან დიდი ზარ-ზეიმით გაახანგრძლივა კონტრაქტი და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამსახურსაც შეჰპირდა. ამას გარდა, ჩვენებურს თანადგომა გამოუცხადეს "ვიტესის" ფანებმაც და თვით არნემის ვიცე-მერმაც კი.
"გადაწყვეტილია, რომ გურამი, სულ მცირე, ზაფხულამდე დარჩება "ვიტესში". ის თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში", - ამბობს გახოკიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"