მეოთხე უნდა გაეტანაო... "როსტოვის" თავკაცი ნიკა კაჭარავას ძირითადში მოიაზრებს?

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე ყურბან ბერდიევის გაწვრთნილმა "როსტოვმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ჩინური "ჟანგსუ საინტი" 3:0 დაამარცხა.

როსტოველთა ქართველი ახალწვეული ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი 45 წუთი ითამაშა. როგორც "როსტოვის" საიტი წერს, კაჭარავას შეეძლო მეოთხე გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

"როსტოვი" მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს, ანგოლის "ბენფიკა ლუანდასთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული