ის საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. შელიამ რუსეთის მოქალაქეობა სათამაშო პრაქტიკის გამო მიიღო. მანამდე, მას იქაურ პრემიერლიგაში არ უთამაშია. "ენისეის" გარდა, ის პირველი დივიზიონის ბრიანსკის "დინამოსა" (2007-2012) და კალინინგრადის "ბალტიკაშიც" (2012-2015) გამოდიოდა, კრასნოიარსკში კი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გაატარა.
ბრიანსკის "დინამოში" ყოფნისას (სულ 47 მატჩი) ის ასტრახანის "ვოლგარში" გაანათხოვრეს (2010),
დღემდე, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი ქართველი მეკარე თამაშობდა - გიორგი ლორია სამარის "კრილია სოვეტოვშია", ნუკრი რევიშვილი კი - სარანსკის "მორდოვიაში". ამგვარად, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - რუსეთის მთავარ ლიგაში ერთდროულად ამდენ ქართველ მეკარეს არასოდეს უთამაშია.
საერთოდ, ბევრსაც ვერ გავიხსენებთ - კაკო დევაძე, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ლომაია, იური ოყროშიძე, დავით ხმელიძე, საშა ჩიხრაძე... მაგრამ ეს ბოლო სამი რუსული ფეხბურთის აღზრდილია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"