გიორგი პაპუნაშვილი: გერმანელი გოგონები ძალიან საყვარლები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ბრემენის "ვერდერის" 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები იყო როგორც წმინდა საფეხბურთო თემაზე, ისე ნახევრად ხუმრობით დასმული, გიორგიმ ყველა მათგანზე საინტერესოდ უპასუხა.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, უახლოეს ხანში "ვერდერის" ლიდერ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას შეძლებ?

- უცხოურ კლუბში ადგილის დამკვიდრება არაა მარტივი. ალბათ, საქართველოშიც ანალოგიურად ხდება. ჩადიხარ "ვიღაც", საქართველოდან და იქ, სადაც გერმანელი ბიჭები თამაშობენ, შენ გიწევს მათთვის კონკურენციის გაწევა, ადგილის დამკვიდრება...

რამდენად მალე მოვახერხებ ამის გაკეთებას, ახლა მიჭირს
თქმა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია - მთავარი შრომაა და ყველაფერი გამოვა.

მკითხველი:
- როდის მოიგებ "ოქროს ბურთს"?

- როცა მესი გადაწყვეტს, რომ დაიღალა, იყოს პირველი. ბუნებრივია, ვხუმრობ. "ოქროს ბურთები" უფრო ძნელი მისაღებია, ვიდრე საგოლე პასი... მანამდე დიდი შრომა მაქვს გასაწევი.

მკითხველი:
- გერმანელი გოგონები გაიცანი უფრო ახლოს?

- კი, გავიცანი და კიდევ ვეცნობი. საყვარლები არიან ძალიან.

იხილეთ ინტერნეტკონფერენცია სრულად
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიო წარმატებებს გისურვებ))) ამ ტრანსფერმა დაგვანახა, რომ რა დაბალი დონისაა ჩვენი ჩემპიონატი!
0
გერმანელი გოგო თუ საყვარლები იყო,პირველად გავიგე,ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია და არც მსმენია,სხვამხრივ,ფეხბურთში წარმატებებს გისურვებ,ფეხბურთი კი იციან მაგ რობოტებმა...
warmatebebi
15:39 05-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული