ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში "რეიმსის" შემადგენლობაში 16 მატჩში 8 ყვითელი ბარათი და 1 წითელი მიიღო.
29 წლის ქართველი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი, ოღონდ დისკვალიფიკაცია ძალაში 9 თებერვლიდან შევა.
ასე რომ, 6 თებერვალს ლიგა 1-ის მატჩში კანკავა ითამაშებს სტუმრად "კაენთან", მაგრამ ის არ იქნება 13 თებერვალს "ბასტიასთან" საშინაო დაპირისპირებაში. დისკვალიფიკაცია კანკავამ ბოლო 10 ტურში სამი ყვითელი ბარათის მოგროვების გამო მიიღო.