ლეგიონი: გურამ კაშია "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა

AutoSharing Option
დღეს, 6 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 22-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "ალკმაარს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი გურამ კაშია გამოჩნდა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. შეუცვლელად ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც.

ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ არნემელები 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე უყურე ამ თამაშს და გაკვირვებულიც კი დავრჩი გურამის კარგი თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ უთამაშია ძირითადში და ეგრევე 90 წუთი ანდეს. წარმატებები მისურვებია მისთვის. მჯერა იქნება!! ყაზახებთან გელოდებით გურამ!!!!!!!!!!!!!!!!!!!უნდა "ავახიოთ" სახე ყივჩაღებს.
kaka
10:01 08-02-2016
0
გურამ გილოცავ, ''წყალნი მიდგებიან მოდგებიან და თავის საგუბარში ჩადგებიანო'' გვიბრძანა ერთხელ ერის დიდმა მამამ.
gizog
09:35 08-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული