გურამ კაშია: ჩემთვის სულ ერთია რომელ პოზიციაზე ვითამაშებ

AutoSharing Option
გუშინ, 6 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 22-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც "არნემის "ვიტესი" "ალკმაარს"დაუპირისპირდა, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიტესი" "ალკმაართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. კაშია კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველს თავის ჩვეულ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად არ უთამაშია - ის გუშინ მარჯვენა მცველი იყო.

"ჩემთვის სულ ერთია რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. კარიერის დასაწყისში მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, ამიტომ მიჩვევა მჭირდება.

ბოლო პერიოდში გულშემატკივრისგან დიდი მხარ
დაჭერა ვიგრძენი, ეს ყველაფერი კი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სასიხარულო იყო. მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ საოცარი გრძნობისთვის", - ციტირებს ქართველს voetbalzone.nl-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ არნემელები 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.
"ჩემთვის სულერთია რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. მაგრამ, სხვა პოზიციაზე თამაში ჩემთვის სიახლეა, ამიტომ მიჩვევა მჭირდება.

ბოლო პერიოდში გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, ეს ყველაფერი კი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სასიხარულო იყო. მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ საოცარი გრძნობისთვის", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაშია როგორ ჰოლანდიელს დამსგავსებია
ალეკსანდრე
18:31 07-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული