მათე ვაწაძემ "ატლანტიკის თასზე" მოსკოვის "ლოკომოტივს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიური "ორჰუსის" ფორვარდმა მათე ვაწაძემ თავი მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში გამოიჩინა.

7 თებერვალს, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ "ატლანტიკის თასზე" მე-3 ადგილისთვის მატჩში ვაწაძის გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ქართველი ფორვარდი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, 79-ე წუთზე კი მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი მარჯვედ შეაგება და უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამის შემდეგ მათე მეტოქესთან ორთაბრძოლაში დაჯარიმდა და "ლოკომოტივმა" პენალტით ერთი გოლი გაქვითა.

დანიის ჩემპიონატის განახლებამდე "ორჰუსი" მეცხრე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დანია როა მაგით ჯობს მარტო თორე კლაშში იმათი და ჩვენი ჩემპიონატი ერთია :D:D:D
0

სიახლეები პოპულარული