ვაკო ყაზაიშვილით ჩინური გუნდი დაინტერესდა

AutoSharing Option
ჩინური "გუანჯოუ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არნემის "ვიტესის" ქართველი ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის შეძენას ეცდება.

როგორც ჰოლანდიური voetbalzone.nl-ი Sport TV-ზე დაყრდნობით წერს, ჩინური გუნდი ყაზაიშვილის თაობაზე უახლოეს დღეებში "ვიტესისთვის" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არნემელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას დათანხმდებიან.

"გუანჯოუმ" ჩინეთის სუპერლიგის გასული სეზონი 31 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე 7 გოლია.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული