ვაკო ყაზაიშვილით ჩინური გუნდი დაინტერესდა

AutoSharing Option
ჩინური "გუანჯოუ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არნემის "ვიტესის" ქართველი ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის შეძენას ეცდება.

როგორც ჰოლანდიური voetbalzone.nl-ი Sport TV-ზე დაყრდნობით წერს, ჩინური გუნდი ყაზაიშვილის თაობაზე უახლოეს დღეებში "ვიტესისთვის" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არნემელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას დათანხმდებიან.

"გუანჯოუმ" ჩინეთის სუპერლიგის გასული სეზონი 31 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე 7 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არ გამოირიცხება ბუტანი და ნეპალი...
ვეთანხმები
00:20 12-02-2016
0
კარგი ფული იქნება და თვიტონ ფეხბურთელის გადასაწყვეტია ფული თუ ევრო კარიერა,ჩინეთსი და მერიკაში არაბთაგაერტიანებულ ემირატებში დალარებისთვის მიდან და უფრო კარიერის დასასრულისას ისე რა ჩვენი საქმეა,ჩვენს თავებს მივხედოთ და თუ კი რამის შნო გვაქვს საერთაშორისო დონეზე გარჟისათვის ნებისმიერ დარგში.
Rugbisti
20:08 11-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული