საბა კვირკველიამ და "რუბინმა" ესპანურ "ლინენსეს" მოუგეს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" ესპანურ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ამჯერად ყაზანელთა მოწინააღმდეგე გახლდათ ესპანური სეგუნდა B დივიზიონის ბინადარი "ლინენსე".

ყაზანური კლუბის შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია. მან პირველი ტაიმი ითამაშა.

ყაზანელთა უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში თვალსაჩინო იყო. მათ მოწინააღმდეგის კარში 3 გოლი გაიტანეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს.

ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება, თუ დავწერთ, რომ კვირკველიას თამაშს დიდი ყურადღებით აკვირდებიან ევროპის წამყვანი კლუბები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული