ვაკო, არა ფულითა ხოლო! ყაზაიშვილი ჩინელების სამიზნეა

AutoSharing Option
ჩინური "გუანჯოუ ფული" საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, 23 წლის ვაკო ყაზაიშვილის გადაბირებას გეგმავს. ჰოლანდიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ლაპარაკია კლუბზე, რომელმაც ჩინეთის წინა ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი დაიკავა, ახლა კი შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას აპირებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი სერბი ფეხბურთელი დრაგან სტოიკოვიჩია, დიდებული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ხელი მწვრთნელობას მიჰყო.

ვინც დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთს ადევნებს თვალს, უთუოდ ეცოდინება - ჩინურმა კლუბებმა ბოლო დროს არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს, მსოფლიო ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი გადაიბირეს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ზღაპრული
ფინანსური შეთავაზებებით ახერხებენ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ "ვიტესი" გაუძლებს ცდუნებას და ეს გარიგება არ შედგება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში თავისი წონადი სიტყვა თავად ყაზაიშვილმაც უნდა თქვას.

ვაკო 23 წლისაა. მისი კარიერა ახლა იწყება და აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა აძლევდეს ხელს არასაფეხბურთო ქვეყნებში სათამაშოდ წასვლა.

დანამდვილებით ვიცით, რომ ყაზაიშვილის გარჯას "ვიტესში" ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბები. შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ ბუნდესლიგაშიც.

არის მეორე მომენტიც. ასეთ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ ბრაზილიელი ფეხბურთელები - ისინი გარკვეული დროით მიდიან საშოვარზე და მერე ისევ ბრუნდებიან სამშობლოში, თუმცა ჩინეთში და ასეთ ქვეყნებში წასვლის შემდეგ, როგორც წესი, დიდ ფეხბურთში დაბრუნება ჭირს.

თავის მხრივ, ყაზაიშვილის გაშვება ამ ეტაპზე არც "ვიტესს" უნდა აძლევდეს ხელს. ყველასთვის ნათელია, რომ ვაკოს გარეშე მიმდინარე სეზონში არნემული კლუბის წარმოდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. ბოლო დროს "ვიტესს" ისედაც არ უდგას "ბედნიერი დროება" და ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება კლუბს კიდევ უფრო დაასუსტებს.

ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ აპირებს ჩინეთში წასვლას და კარგი იქნება დროს თუ არ დახარჯავთ სისულელეების წერაში
კაი კაცი
16:53 12-02-2016
0
ვალერის პიარი არ ჭირდება საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები ? :)
ჩინელები არაცნობად ფეხბურთელებს არ ყიდულობენ
vova
15:04 12-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული