ლეგიონი: ყაზაიშვილის დუბლი და კაშიას მხარდასაჭერი ბანერი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 23-ე ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" "ჰეერენვენს" უმასპინძლა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 3:0.

შეხვედრაში  ანგარიში მე-20 წუთზე დენის ოლიინიკმა გახსნა, რის შემდეგაც ვაკო ყაზაიშვილის დროც დადგა. ყაზაიშვილმა ჩემპიონატში თავისი მე-8 და მე-9 გოლები გაიტანა. ქართველმა ტაიმის მიწურულს სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 53-ეზე კი პენალტი გამოიყენა ზუსტად და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ვაკო მთავარმა მწვრთნელმა 86-ე წუთზე შეცვალა.

შეუცვლელად ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ. აღსანიშნავია ისიც, რომ არნემელმა გულშემატკივრებმა ქართველ მცველს მხარდასაჭერი ბანერი გამოუფინეს
წარწერით "გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან".

ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ "ვიტესი" 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ორივეს და ზოგადად ყველა ქართველს
Givi g
02:00 14-02-2016
0
მშვენიერი ფაქტი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული