მირჩა ლუჩესკუ გიორგი არაბიძეზეც გაბრაზდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და გელზენკირხენის "შალკე" დაუპირისპირდებიან, ტრავმის გამო უკრაინულ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება - მარსიო აზევედო, ბერნარდი და დენტინიო. ვერ ითამაშებს ასევე ფრედი, გიორგი არაბიძის თამაში კი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამასთან დაკავშირებით "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია. დასვენების პერიოდში ფორმის შენარჩუნებაზე არ იზრუნეს, ამიტომ შეკრებაზე მოუმზადებლები იყვნენ. ახლა ველოდებით, როდის აღიდგენენ კონდიციებს. საუბარი მაქვს ბერნარდზე, აზევედოზე, დენტინიოსა და არაბიძეზე.

ფაქტობრივად, 5 ფეხბურთელი დაგვაკლდება. და თუ გავითვალისწინებთ ალექს ტეიშეირას წასვლას - ექვსი. გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა.

იმედია, ტრავმირებულები გუნდს მალე დაუბრუნდებიან", - განაცხადა ლუჩესკუმ.

"შახტარის" და "შალკეს" დაპირისპირება 19 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შახტარის დუბლების ფეხბურთელებმა თქვეს ეს-ერთერთ ვარჯიშზე თანაგუნდელი უხეშად შეჯახებია არაბიძეს და ეს წამომდგარა და მადლობა გადაუხდია ტრამვის მიყენებისათვის-პარიზში წასვლას გადამარჩინეო-პსჟ-სთან ქონდა ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგა სათამაშო და დაეზარა ბიჭს წასვლა)))) ასე რომ 3-4 წელიწადში ესეთი მიდგომით საქმისადმი ეს ბიჭი ერთ ჩვეულებრივ დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება-ტოპ ჩემპიონატებში რო ვერ ქაჩავენ-ღმერთმა ქნას ვცდებოდე
რომან
16 თებერვალი 2016 18:52
0
უკვე კოჭებში ეტყობა რაც დადგება ამისგან. ჯერ კიდე იფაფხურებს და ახალ კონტრაქტს რომ გაუფორმებენ გაუმჯობესებული პირობებით და ფაქტიურად მილიონერი რო გახდება მერე ნახეთ ღიპის დადება და რეჟიმის დარღვევა...
lew
16 თებერვალი 2016 14:01
0
მიდი გიო ივარჯიშე ძალიან მინდა წლების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ვიხილო ლიგაზე )
IKA
15 თებერვალი 2016 21:25
0
გირგი კომენტარებს შენთუარკითხულობ ახლობლებმა მაინც წაიკითხონ და ინფორმაცია მოგაწოდონ თუ რას ფიქროფს შენზე ქართველი გულშემატკივარი,გიორგი ქინქლაძესავით არ დაიმართო,თავში არ აგივარდეს შენ ჯერ მაგის საფასური არაფელი გაგიკეთებია,შრომა თავდაუზოგავი გიოოოოოოო-ისე შეუმდგარ ნიჭიერ ფეხბურთელად დარჩები.
giorgis
15 თებერვალი 2016 21:22
0
გიორგი!ყველაფერი უნდა გადადო, თუ გინდა დიდი ფეხბურთი ითამაშო! არ მოეშვა! გახსოვდეს, რომ სამშობლო გიყურებს იმედით!.. და გელოდება!
jiji
15 თებერვალი 2016 20:13
0
დაეწყო ამასაც?! იმედია მალე მოეგება გონს
levan
15 თებერვალი 2016 18:39
0
გიო ეს ძაან ცუდია რასაც ლუჩესკუ ამბობს თუ მართალია და უპასუხისმგებლოდ მოიქეცი. თავში არ უნდა აგივარდეს და შრომას არ უნდა მოუკლო. სხვანაირად გამოვა მორიგი ნიჭიერი არშემდგარი ფეხბურთელი.
გიო შრომა და თავდადება, სპორტული ხასიათი.
წარმატებები!
georgian
15 თებერვალი 2016 17:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული