16:06 15-02-2016
ჰოლანდიური მედიის უცნაური გადაწყვეტილება: ვაკოს დუბლი არ დაუფასეს [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად ამისა, ჰოლანდიურმა მედიამ ამჯერად ვაკოს გამორჩევისგან თავი შეიკავა - ოთხმა მოწინავე გამოცემამ (ad.nl, v-bal.nl, soccernews.nl და telegraaf.nl) დაასახელა ტურის სიმბოლური ნაკრებები და დუბლის ავტორი ქართველი არც ერთ მათგანში არ მოხვდა.
ამ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა მიითვალა დუბლი ("ექსელსიორის" ვან ვეერტმა და "დენ ჰააგის" ვან დერ ჰეიდენმა). მათაც ნაკლებად გაუმართლათ - მხოლოდ ვან დერ ჰეიდენი შეიყვანეს ერთ-ერთი ვერსიით სიმბოლურ ნაკრებში.
"ალგემაინე დაგბლადის" (ad.nl) სეზონის მოწინავე ფეხბურთელთა შორის ვაკო ყაზაიშვილი 6,39 საშუალო შეფასებით მე-18 ადგილზეა, ხოლო გურამ კაშია, რომელიც ერთი პერიოდი ლიდერობდა, ახლა ოცეულში აღარაა.
არნემის "ვიტესი" მეხუთე ადგილზეა, ხოლო 23 წლის ყაზაიშვილს 22 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. ორი გოლიც და ვაკო თავის მიღწევას გაიმეორებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგის გამო 4 გოლს გაიტანს ერთ თამაშში და მერე ვნახოთ თუ არ შეიყვანენ )))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული