ზურაბ ჯაფიაშვილი და "სკონტო": რა იქნება ხვალ?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული მცველი, ბოლნისის "სიონის" უკანახაზელი ზურაბ ჯაფიაშვილი ლატვიაშია. 19 წლის ფეხბურთელს კარიერა იქაური ვირსლიგის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, რიგის "სკონტოში" უნდა გაეგრძელებინა.

მიზეზთა გამო ქართველი სპეციალისტის, თამაზ პერტიას გაწვრთნილ "სკონტოს" ქვეყნის ჩემპიონატში ასპარეზობა აეკრძალა. ამ გუნდთან ერთად, ქართველი მცველის ბედიც გვაინტერესებს...

როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გაირკვევა. არის შანსი, რომ "სკონტომ" ლატვიის ჩემპიონატში ისევ ითამაშოს, ოღონდ სხვა გუნდის სახელით (დროებით მაინც).

თუ ასე არ მოხდა, ჯაფიაშვილი, დიდი ალბათობით, დაუბრუნდება "სიონს", სადაც სეზონის პირველ ნახევარში შეუცვლელი ფეხბურთელი
იყო. ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული