ჯანო ანანიძე ბერლინის "ჰერტაში" გადადის?

AutoSharing Option
რუსული სოციალური ქსელის, ВКонтакте-ს (vk.com) ბერლინის "ჰერტას" გვერდი იუწყება, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბერლინის "ჰერტაში" გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, გერმანული კლუბი დაინტერესებულია.

წყაროს თქმით, ჯერ ეს მხოლოდ ხმებია და შესაძლოა, ტრანსფერის განხორციელებაში სფფ-ის დღევანდელი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბერლინური წარსულიც დაეხმაროს.

ჯანო ანანიძე ამჟამად "სპარტაკის" კვიპროსულ შეკრებაზე იმყოფება და თვის მეორე ნახევარში ტესტ-მატჩებში მონაწილეობასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში თავად ანანიძემ დაადასტურა, რომ მისით ორი ესპანური კლუბი დაინტერესდა. ქართველ ფეხბურთელს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არ დაიჯერო(მე არ მჯერა((
ზაზა-gigas
17 თებერვალი 2016 03:19
0
დავიჯერო? :D
giga
17 თებერვალი 2016 01:16
0
რუსეტში არაპერი გაუკეთებია და ევროპაში ვინ წაიყვანს ნეტავი
data
16 თებერვალი 2016 21:35
0
რომელი დიდი გუნდი წაიყვანს ,სამწუხაროდ წელიწადში 10 თვე ავადაა .რაც მაგის მკურნალობაზე სპარტაკს ფული აქვს დახარჯული 2 ძლიერ ფეხბურთელს იყიდდა.სუსტი მუხლი აქვს ოდნავ მიკარებაზე ტრამვას იღებს.რეალობა ასეთია და რა ვქნათ. მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანო.სიმართლე ასეთია.
vano
16 თებერვალი 2016 20:18
0
მაგ ბავშვმა ან ითამაშოს, ან თავი დაგვანებოს, დაბრუნდეს მშობლიურ ქობულეთში.გერმანია მაგას რუსეთი ხო არ გონია,ძირითადს კი არა მეორე გუნდსაც შორიდან შეახედებენ.
ჯიჯი ალფაიძე
16 თებერვალი 2016 19:40
0
ვაა ეს რა სერიოზული ინფორმაციაა!!
"ვინცხამ რაცხა თქვაო" და გამოჭიმეს....მოკლედ დაღეჭილი სტატია დადეს... ბირჟაზე ხართ რას ჭორაობთ?!
haiko
16 თებერვალი 2016 18:48
0
ჯანომ რუსეტშ ტავი ამოცურა,მანდ დარჩენა უკუ სვლას ნიშნავს,დროა ევროპაში გააგრდზელოს კარიერა
ალეკსანდრე
16 თებერვალი 2016 18:34
0
ჟანო გამოჯანმრთველებას გილოცავ. მეტი ტრამვა აღარ მიგეღოს ხანგრძლივი და წარმატებული საფეხბურთო კარიერის განმავლობაში. გაიხარე!
gizog
16 თებერვალი 2016 17:55
0
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ბიჭი ფულმა დაღუპა როგორც უამრავი ქართველი
gio
16 თებერვალი 2016 17:47
0
წადი ბიძია ევროპაში შენ თავს მიხედე, ბმვ, ხელფასი, კაი დროსტარება, სხვას რაღას მიაღწევ
კეთილისმსურველი
16 თებერვალი 2016 17:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული