გიორგი არაბიძე: თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თავის მაისურს გადასცემს.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ, "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- კი, თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- საქართველოში ხალხის და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა იმაზე, უნდა მიდიოდნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ. ძალიან
მაინტერესებს შენი აზრი და თან გვითხარი, რატომ აირჩიე "შახტარი"? გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- საქართველოში რომ იყოს ყველანაირი პირობა ფეხბურთის სათამაშოდ, არ ვიტყოდი, რომ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი დღეს არის ასეთი - კი, უნდა მიდიოდნენ!

საქართველოში ფეხბურთელი ფეხბურთელად ვერ იგრძნობს თავს და ვერ ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. საამისოდ არანაირი პირობა არ არის და ეს ყველამ იცის.

ამ ასაკში "შახტარი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია და არცერთ სხვა ევროპულ დიდ გუნდში წასვლა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი თამაშია, მით უმეტეს, ამ ასაკში. სწორედ ამიტომ ავირჩიე "შახტარი".

მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- მათ რომ სენი შეეყარათ და, თქვენი თქმით, "თავი დაიღუპეს", მხოლოდ მათი ბრალია. მოკლე პასუხით შემოვიფარგლები :)
მკითხველის კომენტარები / 26 /
Giorgi-ს და სხვა "მასწავლებლების" საყურადღებოდ. გირჩევთ სასწრაფოდ მიაშუროთ ვაგზალს. იქ სამი ვაგონი "მოუხარსავი სოსისია" ჩამომდგარი მასწავლებლებისათვის. იჩქარეთ!!!!
giga
18 თებერვალი 2016 11:12
0
ამ ბიჭის მარად ''პერსპექტიულებში'' ჩაწერა, თუ არ გვინდა, ისე როგორც დაემართად ბევრს ნიჭიერ პერსპექტიულ ფეხბურთელებს, თავის თანამდე ტრამვებით, მან უნდა გაიაროს ყველა საფეხური თანმიმდევრობით. და არსებობს ახალგაზრდის ძირითად გუნდში შესვლის წესი. დღემდის ვერ დამივიწყნია განუგრავას ამბავი, ეს უდიდესი მომავლის მქონე ფეხბურთელი ვარბენინეთ სამის ფორმაციის ნაკრებში თითქმის ერთდროულად და შედეგი სახეზეა ასეთი სულ ცოტა აბათ 7-8 ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მაღალ დონეზე უნდა თამაშობდნენ და ზოგო თურქეტის სათადარიგო სკამს ათბობს, ზოგო ლაზარეთიდან გამოსვლას ვერ ასწრებს, ისე ბრუნდება უკან. ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი საქართველოს სიმდიდრეა დიახ სიმდიდრე და მას უნდა ჰქონდეს ყურადღება და პატრონობა ეროვნულ დონეზე, კერძოდ სამთავრობოც და არასამთავრობოც(ვგულისხმობ ფედერაციას). იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ფედერაცია(ლევან კობიაშვილი) შეიმუშავებს გარკვეულ პოლიტიკას ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელების სწორად აღზრდისათვის, რათა უმოწყალოდ არ იკარგებოდეს ქართული ფეხბურთის მომავალი. გიოორგის კი უსურვებ მეტი ყურადღება მიექციოს მწვრთნელის დარიგებების შესასრულებლად ნაკლები ეფიქროს ვარსკვლავობაზე, ეს თვითონ მოვა დიდი შრომის შემდეგ.
gizog
18 თებერვალი 2016 10:42
0
ვიღაცაში გეშლებ ჭირიმე, ამას ააქვსთუ აქვს პასის კლტურა და გუნდური თამაშის ალღო
ეს ბიჭი თუ პასის გაკეთებას და გუნდში თამაშს არ ისწავლის არაფერი გამოვა
18 თებერვალი 2016 10:17
0
ჯერ თამაში ისწავლე გიუშკი და ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავე... მეორეს მხრივ ამათმა ეროვნული ისე გააბანძეს ხანსახან მეც მაქვს პრეტენზია თამაშზე
Giorgi
18 თებერვალი 2016 10:04
0
ახალგაზრდაა და ზუსტად ვერ გათვალა საჭირო პასუხი გაეცა(რომ მწვრთნელის გადასაწყვეტია და..).გიორგიმ იგულისხმა,რომ მზადაა ითამაშოს,უნდა და ა.შ.
ზაზა
18 თებერვალი 2016 08:43
0
ეს ბიჭი თუ პასის გაკეთებას და გუნდში თამაშს არ ისწავლის არაფერი გამოვა. მონაცემები კარგი აქვს, მაგრამ უნდა გაითავისოს რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. თუ იმუშავებს შედეგი აუცილებლად ექნება
miriani
18 თებერვალი 2016 08:01
0
ცოტა ადრე ხომ არ არის გიო,ნუ ჩქარობ
დავითი
18 თებერვალი 2016 00:11
0
Tbilisi
კიბატონო ოღონდ ითამაშოს, პრაქტიკა მიიღოს და იშრომოს რაც მთავარია) და პირველი მე მივესალმები მაგის ნაკრებში ყოფნას იმედია უმეტესობა ასე ფიქრობს))
_svani_
18 თებერვალი 2016 00:00
0
მართალია უნდა ირწმუნო რო ძლიერი ხარ და უნდა იყო გაბედული. შენ თავს უნდა შთააგონო პროფესიონალი ხარ და სხვაზე ნაკლები არა ხარ. აბა შიშით ვერ ივარგებ
Dato
17 თებერვალი 2016 23:35
0
ცუდია, თუ ასე ფიქრობს.
მართლა რომც იყოს მზად, თავმდაბლობა არ აწყენდა. თუმცა ნაკრების დონეზე რომ ჯერ გაუჭირდება, ორი აზრი არაა.
Burton
17 თებერვალი 2016 22:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული