ასპარეზობას გამოეთიშა "ანორთოსისი", რომელმაც შინ 2:2 ითამაშა აეკ-თან. პირველი შეხვედრა აეკ-მა 3:0 მოიგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.
პირველ მატჩში განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ "პაფოსმა" ამავე ანგარიშით მოუხარა ქედი "ომონიას". ლევან ხმალაძე "პაფოსის" სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა.
* * *
საბერძნეთის ჩემპიონატში "ლევადიაკოსი" შინ დაუზავდა "ატრომიტოსს" - 1:1. "ლევადიაკოსის" რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი მერებაშვილმა.* * *
პორტუგალიის დაბოლოს, გიორგი მაკარიძის "ფეირენსემ" გასვლაზე 2:0 მოუგო (ზედიზედ მეოთხე გამარჯვება) "ორიენტალს". ჩვენებურმა მეკარემ სრულად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"