ქართველთა "ინტერმა" აზერბაიჯანში იმარჯვა და გოლი ბებეტოს სტილში აღნიშნა

AutoSharing Option
ზაურ სვანაძის "ინტერმა" აზერბაიჯანის ჩემპიონატის მატჩში 1:0 დაამარცხა "ქიაფაზი" და მესამე ადგილზე გადავიდა.

ქართველმა მწვრთნელმა სასტარტოში მხოლოდ ორი ჩვენებური ათამაშა, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.

გოლი გაჯიევმა გაიტანა და მთელმა გუნდმა ის ბებეტოს სტილში აღნიშნა, ერთ-ერთი თანაგუნდელის შვილის დაბადების აღსანიშნავად.

ტრავმების გამო არ უთამაშიათ ლაშა კასრაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს.

ზაურ სვანაძე: "ინტერს" ფსიქოლოგიური პრობლემები არა აქვს, მაგრამ აქვს სხვა სახის პრობლემები, გუშინ ორმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა და მატჩის წინ 12 ფეხბურთელით ვივარჯიშე.
მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. მომდევნო ტურში კიდევ უფრო გაგვიჭირდება - მეტოქე "ყარაბაღია".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული