ჯანომ, რომელმაც ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ სრულფასოვანი ვარჯიში დიდი ხანი არაა, რაც განაახლა და თამაშს მოწყურებულია, კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ თავისუფალ დროსაც კი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს.
- როგორ ატარებთ წვრთნისა და ვარჯიშისგან თავისუფალ დროს?
- ფეხბურთს ვუყურებ - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის, ევროპის ტოპ-ლიგების მატჩებს. ხშირად ვურეკავ დედას, მეუღლეს, მეგობრებს. როგორც წესი, მეუღლეს Skype-ით ვეკონტაქტები, რათა ბავშვიც დავინახო. და კიდევ, თუკი მაქვს დრო, ვუსმენ
- როგორი სტილის მუსიკა მოგწონთ?
- სხვადასხვა. ინგლისურიც, ლათინოამერიკულიც და რა თქმა უნდა, ქართულიც. კომპოზიციას განწყობის მიხედვით ვირჩევ. მაგალითად, დღეს გავიღვიძე და მშობლიური სიმღერა ჩავრთე... ხვალ შეიძლება, უპირატესობა სტინგს მივანიჭო.
- როდესაც ნათესავებსა და ახლობლებს ესაუბრები, ფეხბურთზეც მსჯელობთ?
- არა. მხოლოდ ყოფით თემებზე ვსაუბრობთ. აი, მაგალითად, ისინი მეკითხებიან: "ფეხი როგორ გაქვს? თავს როგორ გრძნობ?" ვპასუხობ, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა.
მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აი, მასთან კი აუცილებლად ვისაუბრებდი ფეხბურთზე... როგორც უწინ.
საერთოდ კი, ძნელია ფეხბურთის დავიწყება. სულ მასზე ვფიქრობ - ვიძინებ და ვიღვიძებ ფეხბურთზე ფიქრში. ახლაც, ვმგზავრობ ავტობუსით და ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ.