13:34 22-02-2016
ლარნაკაში ფანებმა თემურ ქეცბაია გალანძღეს და ფული მიაყარეს [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია "ანორთოსისის" ღირსებას, როგორც ფეხბურთელი (2002-06 წლები), მოგვიანებით კი როგორც მწვრთნელი (2004-09 წლები) იცავდა და ამ გუნდის ლეგენდად ითვლება. ახლა კი პირველად მოხდა, რომ "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველი სპეციალისტი მოწინააღმდეგის სტატუსით გავიდა.
"ანორთოსისის" გულშემატკივართა ნაწილი ქეცბაიას მტრულად დახვდა. გულშემატკივრები სპეციალისტს მთელი მატჩის განმავლობაში ლანძღავდნენ, თამაშის დაწყებამდე კი მისი მისამართით ყალბი ფული გადაყარეს, რომელზეც სწორედ ქეცბაია იყო გამოსახული.
მატჩის შემდეგ ქეცბაიამ ამ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა:
"აქ არასდროს არაფერს აფასებენ. დიდი ხანია ვამჩნევ, რომ ეს ხალხი ფეხბურთისგან ძალიან შორსაა. სამწუხაროა, რომ მათ ძველი წარმატებები დაავიწყდათ, თუმცა, საბედნიეროდ, იყო ისეთი ხალხიც, ვინც დამიფასა წარსული და მათი მადლობელი ვარ. სიმართლე გითხრათ, სულ სხვა სახის დახვედრას ველოდი", - განაცხადა ქეცბაიამ.
24 ტურის შემდეგ "აპოელი" 56 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თემური მაგარია! აეკ-სჰი სავსე სტადიონი სიმგერიტ ხვდებოდა-ახლატს ახსოვტ და უკვარტ! ტავისი სუსტი გუნდიტ -"ანორტოსი"-მისსავე მოედანზე დაამარცხა-ესზოგიერტმა ვერ მიიგო! 500 ევროიან ბანკნოტზე მისი სურატი ლანზგვაა?-პირიქიტ
0
0
მასე მეც გამლანძღონ არავარ წინააღმდეგი ;დ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული