"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ მატჩის პირველი ნახევარი საათი. ამ დროს თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. შემდეგ კი დავკარგეთ აგრესიულობა და კონცენტრაცია, რითაც მეტოქემ ისარგებლა.
საერთო ჯამში, კარგად არ გვითამაშია, "ვიტესს" მეტი შეუძლია. კარგია, რომ ბრწყინვალე გოლის წყალობით საერთოდ არ დავმარცხდით. სიტუაციის მიუხედავად, "ვიტესს" ჯერ კიდევ შეუძლია მესამე-მეოთხე ადგილის
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის 24 ტურია გასული და გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა. მესამე ადგილზე მყოფ "ალკმაარს" 40 ქულა აქვს.