ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიის ჩემპიონატის აკურატულ მეპასეთა ათეულშია

AutoSharing Option
"ჰოლანდიური კლუბები ცნობილნი არიან შემტევი ფეხბურთით. ამ შემთხვევაში კი პასის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. WhoScored.com-ის სტატისტიკის დახმარებით შემოგთავაზებთ ერედივიზიეს 10 ყველაზე აკურატული პასის მქონე ფეხბურთელს", - წერს SoccerNews.nl.

სასიხარულოა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის პასის მაღალი კულტურის მქონე ფეხბურთელთა ათეულში ქართველიცაა - ვაკო ყაზაიშვილს (ვიტესი) მე-6 ადგილი უკავია.

"ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც გარემარბადაც შეუძლია თამაში და ფორვარდადაც, ამ სეზონში უკვე 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. მისი პასების სიზუსტეც ნორმალურია: 87,9%", - წერს საიტი.

სხვათა
შორის, ამ მონაცემებით მეორე ადგილზეა "ვიტესის" ცენტრალური მცველი არნოლდ კრუისვიკი, ფეხბურთელი, რომელმაც დეკემბერ-იანვარში შემადგენლობიდან "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ამოაგდო. მისი პასების სიზუსტე 89,9%-ია".
მკითხველის კომენტარები / 2 /
აკურატული არის ბარბარიზმი. ქართულად მაგ სიტყვას ზუსტი ჰქვია.
Lasha
20:39 22-02-2016
0
ცენტრალური მცველს რომ 89.9% აქვს გასაკვირი არაა
Nika
22:13 22-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული