გიორგი არაბიძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ "შალკესთან" მისი თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 17 წლის შემტევი გიორგი არაბიძე სრული დატვირთვით ჩაერთო საწვრთნელ პროცესში. ის ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, რადგან ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი ჰქონდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თითქმის არ არის შანსი, რომ არაბიძემ ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ითამაშოს გერმანული "შალკეს" წინააღმდეგ, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.

ამ გუნდების პირველი მატჩი უკრაინაში 0:0 დასრულდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული