ჯანო ანანიძე თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრებთან თბილისური მატჩის შემდეგ, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართა, ჯანო ანანიძეს აღარ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში ეროვნული გუნდის 23 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო.

ჯანო მინდორს 25 თებერვალს დაუბრუნდა. "სპარტაკმა" საკონტროლო მატჩი გამართა კვიპროსულ "არისთან" და მეტოქე 9:0 გაანადგურა. ანანიძემ 90 წუთი ითამაშა და "სახალხო გუნდის" მიერ გატანილ მეექვსე გოლში უშუალო მონაწილეობაც მიიღო.

"სპარტაკის" ოფიციალური საიტის ცნობით, ერთ ეპიზოდში ჯანოს თავადაც შეეძლო გატანა - ტექნიკურად გადაუგდო კვიპროსელთა მეკარეს ბურთი თავზე, თუმცა მცველმა კარის ხაზიდან სასწაულებრივად შეძლო მისი გამოტანა. კიდევ ერთ
მომენტში ქართველმა ბურთი ძელს გაარტყა.

ზეაქტიური იყო რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე, ვინც სამ საგოლე შეტევაში დაიდო წილი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სგ 90 წუთი ძაან კაია იმედია დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში)
0
ჯანო გაიხარე, სულ წარმატებით გევლოს. გელით ნაკრებში.
gizog
12:09 26-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული