"ჩერნომორეცის" თავკაცი: გიორგი გადრანზე დიდ იმედებს ვამყარებდი

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" მწვრთნელმა თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ შეკრებაზე დასანანი ტრავმა მიიღო "ჩერნომორეცის" მცველმა გიორგი გადრანმა.

მას თურქეთშივე გაუკეთდა ოპერაცია და ითქვა, რომ დიდი ხნით დააკლდა უკრაინულ გუნდს. მეორე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ტრავმირებული იყო და "ჩერნომორეცს" ვერ გაჰყვა შეკრებაზე.

ორივე ქართველზე კითხვებს "ჩერნომორეცის" მწვრთნელმა ალექსანდრ ბაბიჩმა უპასუხა.

- გადრანის დაკარგვა დიდად დაეტყობა გუნდს?
- მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი და კვლავაც მეიმედება მისი. გადრანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა "ჩერნომორეცის" დაცვის ხაზში, სამწუხაროდ, ტრავმამ ის დიდი ხნით გამოთიშა,
აღდგენაზე მას სამი-ოთხი თვე დასჭირდება. თავად ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან მთელი შეკრება გაიარა და ფინიშზე ტრავმა მიიღო.

- ხოჭოლავაც ვერ დაეხმარება გუნდს?
- საბედნიეროდ, მას უკვე ყველაფერი წესრიგში აქვს. ხოჭოლავა უკვე ემზადებოდა დუბლებთან ერთად, 25 თებერვალს კი მთავარ გუნდში დავაბრუნე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული