26 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე, უკრაინულ "სტალთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში, გოგიტამ ანგარიში 11-მეტრიანით, 34-ე წუთზე გახსნა, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.
მომდევნო სპარინგს 32 წლის გოგიტა გოგუას გუნდი 28 თებერვალს, კიდევ ერთ ყაზახურ გუნდთან, პეტროპავლოვსკის "ყიზილ-ჟართან" ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ "ირტიშმა" ყაზახეთის წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ახლა კი არაერთი ფეხბურთელი დაიმატა და მომავალ სეზონში მიზნად ევროპალიგის საგზურის მოპოვება ექნება დასახული.