ლეგიონი გუშინ: ქართველების "ვიტესი" აუტსაიდერთან შინ დამარცხდა

AutoSharing Option
გუშინ 27 თებერვალს ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში ითამაშეს.

ჰოლანდიის ჩემპიონატი. XXV ტური:
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესმა" "ვილემს" უმასპინძლა და სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს. "ვიტესი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგა. XXIII ტური:
თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" შინ "ბურსასთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ოქრიაშვილი შესვენებაზე შეცვალეს. "ესქიშეჰირი" 17 ქულით ბოლო ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატი. XXV ტური:
ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" "არისს" ესტუმრა - 0:0. მაისურაძემ სრულად ითამაშა. "ანორთოსისი" 49 ქულით
მე-4 ადგილზეა.

ლევან ხმალაძის "პაფოსმა" შინ "ერმისი" ანგარიშთ 2:0 დაამარცხა. ხმალაძემ სრულად ითამაშა. "პაფოსი" 24 ქულით მე-10 ადგილზეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგა. XXXII ტური:
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად "ორიენტალთან" ფრე 1:1 ითამაშა. ებრალიძე 56-ე წუთზე შეცვალეს. "ჟილ ვისენტე" 50 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

გერმანიის მესამე ლიგა. XXVII ტური:
გიორგი პაპუნაშვილის ბრემენის "ვერდერმა" სტუმრად "ზონენჰოფი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. პაპუნაშვილი შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. "ვერდერი" 32 ქულით მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული