ჯანაშია 1996-2001 წლებში თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივში".
"ძალიან გამიჭირდა რუსეთთან დამშვიდობება, თუმცა თბილისში ბრწყინვალედ ვარ, ისე არა, როგორც მოსკოვში, მაგრამ მაინც. მყავს საუკეთესო მეუღლე, ბავშვები, მაქვს სახლი.
ახლა ვსწავლობ სამწვრთნელო საქმეს. მალე A კატეგორიას მივიღებ, შემდეგ კი "პრო"-ს ჯერია. პარალელურად, ბავშვებს ვწვრთნი თბილისის "დინამოს" აკადემიაში.
ვნანობ, რომ "ლოკომოტივიდან" წამოვედი. შემეძლო ბავშვების გაწვრთნა ან რამე თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ყველა წავიდა
ახლა უკვე ისევ მივეჩვიე საქართველოს და აქედან წასვლა გამიჭირდება. ახლანდელი "ლოკომოტივი" მომწონს და ვგულშემატკივრობ. შევეცდებით, საქართველოში გავუზარდოთ მას ფეხბურთელი", - განუცხადა ჯანაშიამ ოფიციალურ საიტს.