"როსტოვმა" ნიკა კაჭარავა წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა "როსტოვის" ღირსებას 32-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

გუშინ, 2 მარტს, "როსტოვმა" კლუბის ახალწვეულები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ ქართველი ფორვარდია. წარდგენაზე ახალწვეულებმა გულშემატკივრებს მათი შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები გაუმხილეს. ნიკამ თავის ოცნების მატჩზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში მსურს", - განაცხადა ქართველმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "როსტოვთან" ამ წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გააფორმა და რამდენიმე ტესტ-მატჩიც ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.

22 წლის კაჭარავა ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც
15 მატჩში გატანილი 13 გოლით უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 18 შეხვედრის შემდეგ, 34 ქულით "როსტოვი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ცსკა-ს 3 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული